“საპოლიციო კონტროლი აქტიური ფაზა და კრიმინალთან ბრძოლის გზაა”

“ეს არის ჩვეულებრივი პრევენციული ხასიათის ღონისძიებები, რომელსაც ახორციელებდა და განახორციელებს შსს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა შს სამინისტროს ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ეს კრიმინალთან ბრძოლის გზაა.

„შს მინისტრმა მკაფიოდ განაცხადა იმ კურსის შესახებ, რომელიც აქვს დღევანდელ ხელისუფლებას აღებული, მათ შორის, შსს–ს მიმართულებით. ეს ფაზა კიდევ აქტიურად ჩაირთო, რომელიც ჩვეულებრივი პრევენციული ხასიათის ღონისძიებაა, რომელსაც ახორციელებდა და განახორციელებს შსს. ეს არის კრიმინალთან ბრძოლის გზა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, სამინისტრომ იცის ის წერტილები, სადაც საჭიროა შესაბამისი ურთიერთქმედება, ამიტომ ხორციელდება იმ მექანიზმების გამოყენება, რომელიც ყველაზე ეფექტურია.

შეგახსენებთ, რომ შს სამინისტრომ, პრევენციის მიზნით, ყველა რეგიონში, მათ შორის თბილისში, საპოლიციო კონტროლის განხორციელება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები