გიორგი ტყემალაძემ საბავშვო ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით, პრემიერის ინიციატივაზე ისაუბრა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ, საბავშვო ბაგა-ბაღებთან დაკავშირებულ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, შეძლებული ოჯახებისთვის საბავშვო ბაღები, შესაძლოა, ფასიანი გახდეს.

საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ ამ თემაზე დასმულ კითხვასთან დაკავშირებით, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე არანაირი კონცეფცია არ არსებობს.
მისი თქმით, მაღალანაზღაურებადი მშობლის შვილი და სოციალურად დაუცველი ბავშვი შესაძლოა ერთნაირ პირობებში არ იყვნენ და პრემიერ-მინისტრის განცხადებაშიც სწორედ ეს იყო ნათქვამი. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, თუ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა დაიწყება, გადაწყვეტილება იმ ადამიანების სასარგებლოდ იქნება მიღებული, რომლებსაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად აქვთ.
„ჩვენ მივდივართ იქით, რომ ბაღი ყველასათვის ხელმისაწვდომი და მაღალი სტანდარტების შესაბამისი იყოს“, – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები