აფხაზეთიდან კიდევ ერთი მებრძოლის ნეშტი გადმოასვენეს

ოკუპირებული აფხაზეთიდან 1992 წელს დაღუპული მიხეილ ჯინჭარაძის ნეშტი გადმოასვენეს.

მიხეილ ჯინჭარაძე აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი და გაგრის მერიის ადმინისტრაციის უფროსი იყო.

როგორც მიხეილ ჯინჭარაძის შვილმა, ალექსანდრე ჯინჭარაძემ განაცხადა, აფხაზეთში მცხოვრები ნათესავების, ასევე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დახმარებით, მამის ცხედრის გადმოსვენება 25 წლის შემდეგ შეძლეს.
მიხეილ ჯინჭარაძე 1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრის ბრძოლაში დაიღუპა. მისი საფლავი ოჯახმა ზუსტად იცოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები