დავით სერგეენკო სასწრაფო დახმარების ავტომანქანების ტენდერზე: ჩვენ საკმაოდ მყარი არგუმენტები გვაქვს

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკო დარწმუნებულია, რომ სასწრაფო დახმარების ავტომანქანებთან დაკავშირებით ტენდერი კანონიერად ჩატარდა.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტროს ძალიან მყარი არგენტები აქვს.

“ჩვენ ძალიან მყარი არგუმენტები გვაქვს. ტენდერი ჩატარდა კანონის შესაბამისად, გამჭვირვალედ. ის, რომ კერძო ბიზნესს არ აკმაყოფილებს ეს და არის სასამართლო დავა, ეს ნორმალურია. მჯერა, რომ სასამართლო ყველაფერს დაადგენს სამართლიანად”, – განაცხადა სერგეენკომ.
“სიტროენ ჯორჯია” სასწრაფო დახმარების მანქანების ტენდერის კორუფციული გარიგებების გამოძიების მოთხოვნით კონკურენციის საგენტოს საჩივრით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები