gwp ხვალ, ზაზიაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემაზე ახალ ურდულებს დაამონტაჟებს

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ზაზიაშვილის ქუჩაზე, ურდულებისა და რეგულატორების პროგრამის ფარგლებში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების სისტემაზე ევროსტანდარტის ჩამკეტ მარეგულირებელ ურდულებს და წყლის წნევის რეგულატორს დაამონტაჟებს.

შედეგად ზაზიაშვილის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 21 დეკემბერს, 23:55 საათიდან 22 დეკემბრის 14:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში:
ზაზიაშვილის, ერისთავის, ჩანჩიბაძის, კლდიაშვილის, გოგოლის და მიმდებარე ქუჩებს. ასევე, ცოტნე დადიანის და ჩიტაიას ქუჩების ნაწილს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები