მამუკა მდინარაძე პარლამენტში მომხდარზე: ადამიანები ვართ და ყველას გვაქვს ემოცია

ადამიანები ვართ და ყველას გვაქვს ემოცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრის ფორმატი აშკარად იყო დარღვეული სპეციალურად პროვოკაციისთვის.

“ძალიან რთულია ემოციების გარეშე შეაფასო მსგავსი მოვლენები. ისინი აგრძელებენ ნერვების მოშლას არა მხოლოდ ოპონენტების, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოების. ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს და ვცდილობთ მეტი მოთმინებით შევხვდეთ.

თუმცა ძალიან რთული მოსათმენია, როცა უზრდელობის და პროვოკაციების ფონზე აპირებენ ისინი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას.

კომპარტიის მავარი იერიშები არ უნდა განეხორციელებინათ. ყოვლად მიუღებელია მსგავსი პროვოკაციები და “ნაციონალური მოძრაობის“ ის სახე, რომელსაც აჩენდნენ, აჩენენ და ალბათ, მომავალშიც გამოაჩენენ.

მე ინციდენტი არ მინახავს და კონკრეტულ შეფასებას ვერ გავაკეთებ, თუმცა ყველანი ადამიანები ვართ, ყველას გვაქვს ემოცია და როცა გაყენებენ მძიმე შეურაცხყოფას, ძნელი მოსათმენია. არსებობს პოლიტიკური კულტურა და უნდა ისწავლონ მითუმეტეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც დაღი დაასვეს ამ ქვეყანას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები