ირაკლი სესიაშვილი: საქართველო და მთლიანად რეგიონი აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციის დღის წესრიგში ექცევა

თუ დააკვირდებით, საქართველო და მთლიანად რეგიონი აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციის დღის წესრიგში ექცევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
დეპუტატმა ამის შესახებ, თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის კომენტირებისას განაცხადა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მათ შორის, პრევენციული მიზნებისთვის და ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით, რამდენადაც შეერთებული შტატები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, დემოკრატიული ქვეყანაა, რომლის მხარდაჭერაზეც ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული როგორც უსაფრთხოების, ასევე ჩვენი ქვეყნის პერსპექტივების თვალსაზრისით. ეს ყველაფერი, თავის მხრივ, ემყარება ძალიან მაღალი დონის სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის დოკუმენტში – რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ წარმოადგინა – რუსეთის შესახებ ანალიზის ერთ-ერთ მონაკვეთში ნახსენებია კრემლის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში, როგორც დასტური რუსეთის მზაობისა, დაარღვიოს ქვეყნების სუვერენიტეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები