ქუთაისი – ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ქუთაისი – ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და დაზიანდა. მომხდარის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები