“ახალი ფრაქციების შექმნა საპარლამენტო ცხოვრებაში უფრო მეტი მუხტის შეტანას ითვალისწინებს”

უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ თუ ოპოზიციის მოსაზრებით, ახალი ფრაქციების შექმნა ბიუჯეტს ტვირთად აწვება, მაშინ თავად გააუქმონ ის ფრაქციები, რომლებიც ხელოვნურად შექმნეს. მისივე თქმით, ახალი ფრაქციების შექმნა საპარლამენტო ცხოვრებაში უფრო მეტი მუხტის შეტანას ითვალისწინებს.

„მიუხედავად იმისა, ფრაქციების შექმნა იწვევს თუ არა ხარჯებს, ამ უფლებას პარლამენტარებს ვერ წავართმევთ, ვინაიდან ეს არის პარლამენტარიზმის ერთ-ერთი ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილი”, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, სიცრუეა ის ინფორმაცია, რომ თითქოს ის ახალი საპარლამენტო ფრაქციის შექმნას აპირებს. მისივე თქმით, ამ საკითხზე ნებისმიერი სპეკულაცია უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში რვა ფრაქცია ჩამოყალიბდება. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის, უმრავლესობაში ექვსი ფრაქციაა და დამატებითი ფრაქციების შექმნა უკეთესი მენეჯმენტისთვის და კოორდინირებისთვის ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები