16 დეკემბერს თბილისში მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებების-ფესტივალი ჩემპიონატი გაიხსნება

16 დეკემბერს მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებების-ფესტივალი ჩემპიონატი გაიხსნება.

ღონისძიება თბილისში, 13:00 საათზე გაიმართება, რომელსაც  რამდენიმე ქვეყნის ელჩი დაესწრება.

ფესტივალზე მსოფლიოს 12 სახეობის საბრძოლო ხელოვნების საჩვენებლი შოუ-წარმოდგენა მოეწყობა. ასევე მოეწყობა ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში.

მთლიანი საპრიზო ფონდი 20 000 ლარს შეადგენს. გამარჯვებულებს სოლიდური ოდენობის ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

თბილისში მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებების ჩემპიონატი უკვე მესამე წელია იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები