საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, საშემოდგომო სესია დატვირთული იყო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საშემოდგომო სესია დატვირთული იყო და უმრავლესობამ მიიღო ისეთი მნიშვნელოვანი კანონები და გადაწყვეტილებები, მაგალითად, როგორიცაა კონსტიტუცია.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის შიდა სამუშაო პროცესი და კოორდინაცია კიდევ უფრო გააქტიურდება.

“„საშემოდგომო სესია საკმაოდ დატვირთული იყო და ჩვენ მივიღეთ ისეთი მნიშვნელოვანი კანონები და გადაწყვეტილებები, როგორიცაა კონსტიტუცია, ბიუჯეტი, სამთავრობო ცვლილებების პაკეტი, შრომის ანაზღაურების შესახებ პაკეტი. ავირჩიეთ ახალი ომბუდსმენი.

იანვრიდან დავიწყებთ მზადებას საგაზაფხულო სესიისთვის, გვექნება რამდენიმე სამუშაო შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში.

საპარლამენტო უმრავლესობის შიდა სამუშაო პროცესი და კოორდინაცია კიდევ უფრო გააქტიურდება, ამ მიზნით ვგეგმავთ უმრავლესობის შიგნით დამატებითი ფრაქციების შექმნასაც” – განუცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს საშემოდგომო სესიის შეჯამებისას”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები