გიორგი ტყემალაძე: ოპოზიციის მიზანი ვერ შედგა, ბიუჯეტი დამტკიცებულია

ოპოზიციის მიზანი ვერ შედგა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ განაცხადა.

გიორგი ტყემალაძემ თბილისის მოსახლეობას 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცება მიულოცა, რომელიც, მისი თქმით, მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული.

„პრიორიტეტები ბიუჯეტში ასახულია იმ მიმართულებით, რომელიც წინასაარჩევნოდ ჩვენი მხრიდან იყო დაანონსებული და რომელსაც მოსახლეობამ დაუჭირა მხარი. თბილისის მერი ძალიან წარმატებით ახორციელებს საქმიანობას და ეს ოპოზიციისთვის, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო ამბავი. სამწუხაროდ, ეს დღესაც გამოჩნდა. მათ ნაცვლად იმისა, რომ ესაუბრათ დადებით მიმართულებებზე, მომართული იყვნენ, რომ პროცესი ყოფილიყო ნეგატიურ ჭრილში გადაყვანილი, თუმცა მათი მიზანი ვერ შედგა, ბიუჯეტი დამტკიცებულია და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ 2018 წელს ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები