დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონში: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორიაონის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 X კვარტლის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 09:00 საათიდან 10:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: საირმის ქუჩის მცხოვრებლებს.
ანალოგიური მიზეზით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ფანასკერტელი-ციციშვილის, ბახტრიონის და ლიხაურის ქუჩების მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის და იყალთოს ქუჩის მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ვაკეში: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, წყნეთის გზატეცილის, წყნეთის ხევის, ლეოპოლდ ბილფელდის, თაყაიშვილის, გაბაშვილის, შოვის, ყიფშიძის, ფალიაშვილის, ლევან მიქელაძის, არაყიშვილის, ნინო რამიშვილის, თაქთაქიშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, მოსაშვილის, წყნეთის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 17:00 საათიდან 19:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ნინო რამიშვილის და ყიფშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 13:30 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და ალექსანდრე ბარამიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბეში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, მირცხულავას, აგლაძის და წყალტუბოს ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის და ფორე მოსულიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები