ბათუმში მეოთხე სართულიდან შუა ხნის ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მე-4 სართულიდან 50 წლამდე ქალი გადმოვარდა. იგი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ქალბატონი ფანჯარას ასუფთავებდა, რა დროსაც მოხდა უბედური შემთხვევა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები