სოხუმის უნივერსიტეტს საბერძნეთის ელჩი ეწვია

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საბერძნეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დიმიტრიოს კარაბალისი ეწვია.
კარაბალისს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ თავის კაბინეტში უმასპინძლა.
საუბარი საუნივერსიტეტო დიპლომატიის არსს შეეხეო, ელჩმა გულწრფელი გაოცება გამოხატა კონფლიქტების დარეგულირების საკითხში საუნივერსიტეტო დიპლომატიის კონტექსტზე და აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომა თემისადმი არცერთ უმაღლეს სასწავლებელში მოუსმენია.
შეხვედრის მეორე ნაწილში საბერძნეთის ელჩი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ღონისძიება საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა ინდირა ძაგანიამ გახსნა, მან აუდიტორიასთან ერთად ელჩს მობრძანებისათვის მადლობა გადაუხადა.
საბერძნეთის ელჩი სტუდენტებს მიესალმა და აღნიშნა,რომ მოხარულია საქართველოსა და საბერძნეთის მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობით – განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. მისი თქმით, საქართველო ევროპაა და საბერძნეთი ყოველთვის ცდილობდა და ეცდება მის გვერდით დგომას.
შეხვედრის ფარგლებში კარაბალისმა ყურადღება გაამახვილა საბერძნეთის მხარდაჭერაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის კუთხით. ელჩმა ყველა მოსაზრება თუ კითხვა ჩაიწერა.
” ქართველებმა ყოველთვის უნდა შეინარჩუნონ თავიანთი იდენტობა განსაკუთრებით ახლა, მსოფლიოსთან ინტეგრირების პროცესში” _ განაცხადა კარაბალისმა.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ და კითხვები დასვეს:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – თამთა ქათამაძე ,მარიამ ნაბიჯაშვილი; იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი -ავთანდილ ხაზალია;
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი – ელგუჯა ქავთარაძე;
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები – ზურაბ გორგოძე, ილია კობაიძე;
ელჩმა ყველა მოსაზრება თუ კითხვა ჩაიწერა და აუდიტორიას განუცხადა, რომ მისთვის ეს შეხვედრა იყო უაღესად ინფორმაციული, საინტერესოდა რაც მთავარია სოხუმის სახლელმწიფო უნივერსიტეს აღუთქვა, რომ საბერძნეთის საელჩო საუნივერსიტეტო დიპლომატიის რეალიზებაში აუცილებლად ჩაერთვება.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების ერთიანი გეგმის შექმნაში უნივერსიტეტი და საბერძნეთის საელჩო თანაბარ მონაწილეობას მიიღებენ.
დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა ბ-ნმა ზურაბ ხონელიძემ მის აღმატებულება დიმიტრიოს კარაბალისს მობრძანებისათვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები