“სახელმწიფომ თავისი მოქალაქეები იმ პირებისაგან უნდა დაიცვას, ვისაც სახელმწიფო “მეწველი ძროხა ჰგონია”

“თუ რაიმე დაუსაბუთებელი ინფორმაცია გვაქვს იმის თაობაზე, რომ საქმეში შეიძლება იყოს კორუფციული სქემები, ამაზე რა თქმა უნდა, საგამოძიებო ორგანოებმაც უნდა იმუშაონ”,-ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გედევან ფოფხაძე „სიტროენ ჯორჯიას“ ბრალდებებს ტენდერებთან დაკავშირებით.
როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ მაქსიმალურად დაიცვას მოქალაქეები იმ კერძო პირებისაგან ვისაც სახელმწიფო “მეწველი ძროხა” ჰგონია.
“თუ რაიმე დაუსაბუთებელი ინფორმაცია გვაქვს იმის თაობაზე, რომ საქმეში შეიძლება იყოს კორუფციული სქემები, ამაზე რა თქმა უნდა, საგამოძიებო ორგანოებმაც უნდა იმუშაონ. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი უყურადღებოდ მაინც არ უნდა დავტოვოთ, სახელმწიფო ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ მაქსიმალურად დაიცვას თავისი მოქალაქეები იმ კერძო პირებისაგან, ვისაც სახელმწიფო “მეწველი ძროხა” ჰგონია”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გაჩეჩილაძემ გუშინ ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია “სიტროინ ჯორჯიამ” უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები