რემონტზე დასაქმებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს – რა მოხდა 161-ე სკოლაში

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ 161-ე სკოლის მოსწავლეებმა იჩხუბეს და ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სიმართლეს არ შეესაბამება.
სკოლის დირექტორმა, მიხეილ მინდაძემ „კვირასთან“ საუბრისას კატეგორიულად უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია.
მისი თქმით, სასწრაფო დახმარება სკოლაში გამოიძახეს, თუმცა მიზეზი სულ სხვა რამ აღმოჩნდა.
„სკოლაში რემონტს ვაკეთებთ. მუშამ, რომელიც სკოლას არემონტებს, შემთხვევით ხელი გაიჭრა და გამოვიძახეთ სასწრაფო. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – აღნიშნა 161-ე სკოლის დირტექტორმა მიხეილ მინდაძემ „კვირასთან“ საუბრისას.
აღნიშნული ინფორმაცია „კვირამ“ თბილისის სასწარაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაამოწმა.
სასწრაფოს ინფორმაციით, საწარმოო ტრავმის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროშიც დაუდასტურეს.
ცნობისათვის, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ 161-ე სკოლის მოსწავლეებმა იჩხუბეს და ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები