გურჯაანში ავტომანქანა ორ მოზარდს გზის გადაკვეთისას დაეჯახა

კახეთში, კურორტ ახტალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მსუბუქი ავტომობილი ორ მოზარდს, გზის გადაკვეთისას დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, მათ მნიშვნელოვანი გარეგანი დაზიანება არ აღენიშნებათ. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, არასრულწლოვნებმა გონება დაკარგეს, ამჟამად კი, სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები