„არმიჰოლში“ „დიდგორი 2017“-ის ბოლო შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ დღეს უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2017“-ის ბოლო შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. სწავლების ხელმძღვანელობამ საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას, „დიდგორი 2017“-ის მიმდინარეობის და განხორციელების შედეგები გააცნო. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე, სახმელეთო ჯარების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლები, ბრიგადის გენერლები შავლეგო ტაბატაძე და გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ. შემაჯამებელი ღონისძიების დასრულების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „დიდგორი 2017“-ის შემაჯამებელი ღონისძიების დასასრულს, დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სწავლების მონაწილეებს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა, ზაზა ჩხაიძემ სერტიფიკატები გადასცეს.
„დიდგორი 2017“ სამთავრობო უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება იყო, რომელიც სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებში 13-დან 18 ნოემბრამდე მიმდინარეობდა.
მასში სამთავრობო უწყების და არასამთავრობო ორგანიზაციების ათასზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიზანი გენერალურ შტაბსა და სარდლობებს შორის სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე ურთიერთგაგებისა და კოორდინაციის გაღრმავება, ასევე კრიზისული და საომარი სიტუაციების დროს სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთქმედების ეფექტურების გაძლიერება იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები