“საქართველოში ყველა იმ პირის ექსტრადირება განხორციელდება, რომელიც ქართული კანონმდებლობით იძებნება”

მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, მამუკა ვასაძემ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომ არსებობს მოლოდინი საქართველოში ყველა იმ პირის ექსტრადირება განხორციელდეს, რომელიც ქართული კანონმდებლობით იძებნება.
როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე განსაკუთრებული გარემოება იმისა, რომ უკრაინას კიდევ მიმართონ სააკაშვილის ექსტრადირებისთვის, არ არსებობს.
„მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე არაერთი კომენტარი გვაქვს გაკეთებული. თავის დროზე რამდენჯერმე მივმართეთ უკრაინას და მივიღეთ შესაბამისი პასუხები. ამ ეტაპზე განსაკუთრებული გარემოება იმისა, რომ ისევ მივმართოთ, არ არსებობს. მოლოდინი გვაქვს თითოეულ პირზე, ვისზეც ჩვენი კანონმდებლობით ძებნა არის გამოცხადებული, რომ რომელიმე სახელმწიფოში, მათი დაკავების შემთხვევაში, მისი საქართველოში ექსტრადირება მოხდება. ანალოგიური მოლოდინი გვაქვს ნებისმიერ ძებნილთან მიმართებაში,“- განაცხადა მამუკა ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები