საკრებულოს დეპუტატმა ქალებმა გენდერული საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს

თბილისის საკრებულოს პოლიტიკური უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა ქალებმა, კონფერენციაში „საქართველო – თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“ მონაწილეობა მიიღეს, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას მიეძღვნა.

ფორუმზე, პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის საკანონმდებლო და ფინანსურ ასპექტებზე, პარტიებში არსებულ მდგომარეობაზე  იმსჯელეს და არჩევით თანამდებობებზე მყოფ ქალთა გამოწვევები და გენდერული კვოტირების მსოფლიო პრაქტიკა მიმოიხილეს.

კონფერენციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, წამყვანი ქალი პოლიტიკოსები, პარლამენტის წევრები, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური მისიების საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის, გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები