მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი საქართველოსთვის ნეგატიური წარსული და გამოცდილებაა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის ნეგატიური წარსული და გამოცდილებაა.
“როგორც ჩემთვის ცნობილია, სააკაშვილის გადმოცემასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურას რამდენიმე მოთხოვნა აქვს გაგზავნილი. სამართალდამცველები ურთიერთობებს ერთმანეთში გაარკვევენ. თუმცა, არ მგონია, რომ მაინცდამაინც ეს ამბავი მოსალოდნელი იყოს. რაც შეეხება მის უკრაინულ ვოიაჟს, უკრაინელები კონკრეტულ ბრალს უყენებენ. ეს მათი საქმეა. ჩვენ ვიცით ერთი რამ – ეს კაცი საქართველოსთვის ნეგატიური წარსული და გამოცდილებაა და მას საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია. საბედნიეროდ, ის ჩვენს ქვეყანაში აქტიური აღარ არის”. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები