ზუგდიდში, სოფელ ოქტომბერში საჯარო სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში, საჯარო სკოლის ერთ-ერთ საკლასო ოთახში, შეშის ღუმელი აალდა, რის შედეგადაც, სასწავლო პროცესი ჩაიშალა.
შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის გამო, სკოლის შენობის სხვენში დაკვამლიანება მოხდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შენობიდან სკოლის მოსწავლეები დროულად გამოიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე 6 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა და ცეცხლის კერას 30-მდე მეხანძრე-მაშველი ებძოდა.
ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები