უამინდობის გამო ქუთაისის აეროპორტში რამდენიმე რეისი გადაიდო

ევროპის ქვეყნებში უამინდობის გამო, ქუთაისის აეროპორტში რამდენიმე რეისი გადაიდო.
ქუთაისის აეროპორტის ინფორმაციით, ავიაკომპანია Wizz Air-ის რეისი ლონდონი-ქუთაისი W66424 ლუტონის აეროპორტში უამინდობის გამო გადაიდო და შესრულდება დღეს.
მათივე ინფორმაციით, ლონდონიდან გამოფრინდება 11:10 საათზე (ლონდონის დროით), ქუთაისში ჩამოფრენის დრო – 20:15 საათი.
ცვლილება შეეხო სხვა რეისებსაც.
11 დეკემბერს 06:35 საათზე დაგეგმილი ქუთაისი-ბერლინის ავიარეისი W66407 ქუთაისიდან გაფრინდება 16:30 საათზე. ბერლინში ჩაფრენის დრო – 17:40 საათი (ბერლინის დროით)
ბერლინიდან ბორტი გამოფრინდება 11 დეკემბერს 18:10 საათზე (ბერლინის დროით). ქუთაისში ჩამოფრენის დრო – 12 დეკემბერი, 01:05 საათი.
ქუთაისი-მილანის რეისი W66411 ქუთაისიდან გაფრინდება 11 დეკემბერს, 20:45 საათზე. მილანში ჩაფრენის დრო – 11 დეკემბერი, 22:10 საათი (მილანის დროით).
მილანიდან რეისი W66412 გამოფრინდება 11 დეკემბერს, 22:40 საათზე (მილანის დროით). ქუთაისში რეისი ჩამოფრინდებაა12 დეკემბერს, 05:45 საათზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მგზავრებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ აეროპორტის საინფორმაციო სამსახურს: 0431 23 70 00; 0431 23 70 01.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები