2018 წელს თბილისის მერიისგან კომუნალური გადასახადის დაფინანსებას 46 ათასი ოჯახი მიიღებს

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ელექტროენერგიის სუბსიდირებისთვის 8 560,000 მილიონი ლარია გამოყოფილი – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მთავრობის განკარგულებაში, რომელიც დღეს გახდა ცნობილი.
ამასთან, სოციალურად დაუცველ 24 ათას ოჯახებს, ვისაც 70 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, ყოველთვიურად სააბონენტო ანგარიშზე 106 ლარი დაერიცხება, იმ 22 ათას ოჯახს კი, ვისაც 70 000-დან 200 000 სარეიტინგო ქულა აქვს, ყოველთვიურად 20 ლარი დაერიცხება.
თბილისის მთავრობის განკარგულებით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, კომუნალური გადასახადის სუბსიდირება ისევ გაგრძელდება. წინა მთავრობის მიერ შედგენილ პროექტთან შედარებით, ელექტროენერგიის სუბსიდირებისთვის გამოყოფილი დაფინანსება 10 175 500 ლარიდან 2 მილიონით არის შემცირებული.
მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, ქალაქ თბილისში, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახებისთვის, ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადის დაფინანსება ნოემბრიდან მარტის ჩათვლით, 5 თვის განმავლობაში მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები