“სააკაშვილი ბრალს არ აღიარებს” – პროკურატურა ორთვიან შინაპატიმრობას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს და ბრალს არ აღიარებს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიან შინაპატიმრობას მოითხოვს.
“სააკაშვილი ბრალს არ აღიარებს. ეს არის შეთითხნილი საქმე. ჩვენი აზრით, მას პოლიტიკური ხასიათი აქვს. საქმეს მოსამართლე ლარისა ცოკოლი განიხილავს. მიხეილ სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ ორ დღეზე მეტია შიმშილობს და მხოლოდ წყალს სვამს“, – განაცხადა პაველ ბოგომაზოვმა.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
პეჩერსკის რაიონულ სასამართლოს შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები