ეროვნული სამეცნიერო ფონდის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა კონფერენცია „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები” გამართა.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, რომლის თქმით, მისასალმებელია ის საჯაროობა და გამჭვირვალობა, რომლის პირობებშიც სამეცნიერო ფონდი წარმართავს მუშაობას. მისივე თქმით, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება ერთი დიდი ოჯახია და საქართველოს ამ ოჯახის ღირსეული, სრულფასოვანი წევრობის ყველა რესურსი აქვს. ამისათვის რუსთაველის ფონდი ძალისხმევას არ იშურებს და მიზნის მისაღწევად, სამინისტრო ფონდს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
კონფერენციის მიზანი იყო საზოგადოებისთვის წარედგინა ფონდის საკონკურსო პროგრამებისა და ღონისძიებების 2017 წლის ანგარიში. ამასთან, გაეცნო ფონდის მიერ ადმინისტრირებული ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების შედეგები, დაფინანსებული კვლევითი პროექტების მიმდინარეობისას გამოვლენილი სირთულეები და გამოწვევები, კონკურსების შეფასების განახლებული პროცედურები და კრიტერიუმები, მულტილატერალური პროგრამების ფარგლებში განხორციელებული აქტივობები. კონფერენციის დღის წესრიგი, ასევე, მოიცავდა პრეზენტაციებს ფონდის 2018 წლის გეგმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები