ირაკლი სესიაშვილი: სააკაშვილის ექსტრადირება, ეს წმინდა სამართლებრივი საკითხია

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგიდან იყოს მოხსნილი.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი სამართლებრივი პროცედურაა, ის ბრალდებულია გარკვეული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესია, სააკაშვილი საქართველოს სასამართლოს წინაშე წარსდგეს.
„პრობლემა, რომელიც უკრაინაში წარმოიშვა, არის აბსოლუტურად უკრაინის შიდა საქმე. სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა დაუშვებელია. რაც შეეხება სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს, ეს წმინდა სამართლებრივი საკითხია, რომელიც პოლიტიკურ დებატებს ცდება. მე დეტალებზე საუბარი გამიჭირდება და ვერ გეტყვით, თუ რა ღონისძიებებს ატარებს საქართველოს ხელისუფლება“, – აღნიშნა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები