ლინას ლინკევიჩუსი: მიხეილ სააკაშვილის საკითხი უკრაინის შიდა საქმეა

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი კიევში, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება.
როგორც ლინკევიჩუსმა “პირველ არხთან” საუბრისას განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უკრაინის შიდა საქმეა.
“ვიმედოვნებთ, საკითხი სამართლებრივი პრინციპების დაცვით გადაწყდება. კონკრეტულად რას ველოდები დღეს სასამართლო სხდომაზე, არ შემიძლია გითხრათ. სამწუხაროდ, დეტალურად ვერ მივადევნებ თვალს. იმედი მაქვს, დაცული იქნება კანონის უზენაესობა. უკრაინული სასამართლოსთვის ეს მორიგი ტესტი იქნება”, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.
მისივე თქმით, კორუფცია მტკივნეული საკითხია და გამოწვევაა უკრაინისთვის.
“რუსულ აგრესიასთან ერთად, კორუფციასთან ბრძოლა პრიორიტეტად უნდა დავასახელოთ. ეს არ არის რიგით მეორე საკითხი, არამედ თანაბარი მნიშვნელობა აქვს”, – განუცხადა „პირველ არხს“ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
წყარო: “პირველი არხი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები