რუსთავში, კაფე „თეთრი გედი” დაიწვა

რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე სკვერში მდებარე ყოფილი კაფე „თეთრი გედი” დაიწვა.
ცეცხლი წუხელ, გვიან ღამით გაჩნდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. საქმეზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებასა და განადგურებას გულისხმობს.
კაფე წლებია, მიტოვებულია და აღარ ფუნქციონირებს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისათვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები