ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კახეთში 5000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე, სარწყავი წლით უზრუნველყოფა გაუმჯობესდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს  შპს  „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას  ახორციელებს.

მიმდინარეობს მარცხენა მაგისტრალური არხის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის ტრაპეციული კვეთის  ტორკრეტირება. რეაბილიტაცია უტარდება სხვადასხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობას (გალერეა, დიუკერი, გვირაბი, სახიდე გადასასვლელი, ღვარსაშვი). გათვალისწინებულია საექსპლუატაციო გზის მოწყობა.

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი არჩილ ბუკია სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 5 სოფლის (ნინოწმინდა, საგარეჯო, გიორგიწმინდა, თოხლიაური, მანავი) მოსახლეობა ისარგებლებს.

 პროექტი, რომლის  ღირებულება 4 823 000  ლარია,  2018 წლის  ოქტობერში დასრულდება.

დღეისათვის კახეთის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის  14, ხოლო საქართველოს მასშტაბით 50 სარეაბილიტაციო პროექტს მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები