ილია მეორე: საკმარისი არ არის ცოდნა მიიღონ სკოლაში, აღზრდას უნდა მივაქციოთ ყურადღება

“სკოლაში უნდა იყოს, ალბათ, რელიგიის ისტორია, სულიერების საკითხები. ასეთი შემთხვევები არ უნდა განმეორდეს საქართველოში”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში ბრძანა.

ილია მეორე თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საკითხს გამოეხმაურა.

„ძალიან მძიმე შემთხვევა – არასრულწლოვანმა ბავშვებმა დახოცეს ერთმანეთი, ორი მიცვალებულია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვების აღზრდას. არ არის საკმარისი ცოდნა მიიღონ სკოლაში, აღზრდას უნდა მივაქციოთ ყურადღება და განსაკუთრებით სულიერ აღზრდას. ალბათ, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ამის შესახებ, სკოლაში უნდა იყოს, ალბათ, რელიგიის ისტორია, სულიერების საკითხები. ასეთი შემთხვევები არ უნდა განმეორდეს საქართველოში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები“, – აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები