მიხეილ გიორგაძე: სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, მოთხოვნის გაუქმებას არავინ აპირებს

“უკრაინულ მხარეს აქვს ძალიან კონკრეტული შეკითხვები კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ასე რომ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”, – ამის შესახებ კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების თაობაზე განუცხადა.

რაც შეეხება ექსტრადირების საკითხს, მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, უკრაინულ მხარესთან მოთხოვნა რამდენიმე თვის წინ გაიგზავნა და ამ მოთხოვნის გაუქმებას არავინ აპირებს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი კიევში 8 დეკემბერს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები