სინოპტიკოსები მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურებას პროგნოზირებენ

10-12 დეკემბერს მოსალოდნელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში დაფიქსირდა უხვი ნალექი, თოვლის სახით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურის მატებისა და 11 დეკემბერს მოსალოდნელი ნალექების გამო, 10-12 დეკემბერს მოსალოდნელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები