ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების შედეგები დაახლოებით საამ საათში გაირკვევა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების შედეგები დაახლოებით სამ საათში გახდება ცნობილი. ამ წუთებში იქ ხმების დათვლა მიმდინარეობს.
ხმების დათვლის დასრულების შემდეგ გაირკვევა ასოციაციის ახალი თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს 11 წევრის, ეთიკის კომისიის 15 და სარევიზიო კომისიის 5 წევრის ვინაობა.
ხმის მიცემის პროცესი სპორტის სასახლეში 3 საათზე დაიწყო.
თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის არიან: ირმა ჭკადუა, დავით ლანჩავა, დავით ებრალიძე, დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე 8 წლის განმავლობაში ზაზა ხატიაშვილი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები