სააკაშვილი ადვოკატებმა მოინახულეს-როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

ბოლო ინფორმაციით, წინასწარი მოთავსების იზოლატორში მყოფი ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მისი ინტერესების დამცველებმა მოინახულეს. ადვოკატებმა მას მედიკამენტები გადასცეს. ისინი აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამაკმაყოფილებელია.
უკრაინის პროკურატურას ამ დრომდე არ მიუმართავს სასამართლოსთვის და ჯერჯერობით უცნობია, როდის იმსჯელებენ სააკაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე.
სააკაშვილის დაკავებას მისი ცოლი და დედა გამოეხმაურნენ. გიული ალასანიას თქმით, ეს აბსოლუტურად უკანონო იყო, სანდრა რულოვსის აზრით კი მეუღლის დაპატიმრება პოლიტიკურად მოტივირებულია.
კიევში, ოდესის გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ბოლო დღეების განმავლობაში მეორედ დააკავეს. მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროში შიმშილობა გამოაცხადა. პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობას მოითხოვს. იმავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები არ აპირებენ უმაღლეს რადასთან კარვების ქალაქის დაშლას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები