უკრაინის პროკურატურა: მიხეილ სააკაშვილის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია

უკრაინის უშიშროების სამსახურის დროებითი დაკავების იზოლატორში მიხეილ სააკაშვილის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, – ამის შესახებ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა განაცხადა.
“საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. დროებითი დაკავების იზოლატორს ახლა ოთხი ადვოკატი ტოვებს. დაკავებული სააკაშვილი ისვენებს. პროკურორები აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურის ტარების პირობით შინაპატიმრობის შესახებ სასამართლოსადმი შუამდგომლობას ამზადებენ”, – წერს ლარისა სარგანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები