ვარკეთილში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა- ქალი ადგილზე გარდაიცვალა

ვარკეთილში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.  არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა და ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები