კახა კალაძე: პოლიტიკური შეხედულების ნიშნით მომღერლების არჩევის მავნე პრაქტიკა უნდა დაინგრეს

წლევანდელ საახალწლო კონცერტებში ძალიან ბევრი მომღერალი მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, წლევანდელ საახალწლო ღონისძიებებში, მოსახლეობისთვის საყვარელი ყველა მომღერალი იქნება ჩართული.
როგორც კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიტიკური ნიშნით მომღერლების შერჩევის მავნე პრაქტიკა დაინგრევა.
“დაე, იყოს ეს ჩვენი საახალწლო სურვილი, რომ საბოლოოდ დაინგრეს პოლიტიკური შეხედულების ნიშნით, მომღერლების არჩევის მავნე პრაქტიკა. გპირდებით, წელს თქვენთვის იმღერებს ყველა საყვარელი მომღერალი”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ქალაქის მერმა მედიის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართა, წინასაახალწლო სამზადისი და ღონისძიებები მაქსიმალურად დეტალურად გააშუქონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები