„შოთა შალელაშვილის სუს-ში მისვლა „დაბარებად“ მხოლოდ ოპოზიციამ აღიქვა“

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ოპოზიციას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ შოთა შალელაშვილის სუს-ში მისვლა „დაბარებად“ მხოლოდ ოპოზიციამ აღიქვა.

„ბატონმა შოთამ გააკეთა განცხადება, რომ ის პირად საკითხებთან დაკავშირებით იმყოფებოდა სუსში. „დაბარება“ – ეს კუდი ოპოზიციამ მოაბა. ოპოზიციას აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი და ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით ისე საუბრობს, როგორც აწყობს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა შალელაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართა. დეპუტატი პრემიერს ურჩევს, მხარი დაუჭიროს აშშ-ის პრეზიდენტს და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიაროს.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შალელაშვილი აღნიშნული განცხადების გამო, სუს-ში დაიბარეს, თუმცა დეპუტატმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. როგორც მან განაცხადა, სუს-ში პირად შეხვედრაზე იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები