რუსთავის სკოლაში მოსწავლეს ელექტროშოკის აპარატი აღმოაჩნდა – ადგილზე პატრული გამოიძახეს

რუსთავის N18 საჯარო სკოლაში მანდატურმა მოსწავლეს ელექტროშოკის აპარატი აღმოუჩინა.
სკოლის დირექტორმა, აღნიშნული ფაქტის შესახებ, ინფორმაცია ჟურნალისტებთან დაადასტურა.
ნატალია ჯავახიშვილი მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
მან ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
მისივე თქმით, მოსწავლის მიერ სკოლაში მიტანილი ნივთი, პოლიციის განმარტებით, ელექტროშოკის აპარატია.
„ჩვენი სკოლა ორცვლიანია, პირველ ცვლაში სწავლობს ქართული სექტორი, მეორე ცვლაში აზერბაიჯანული სექტორი. მანდატურის ვალდებულებაა, მეორე ცვლაში სკოლის გარე პერიმეტრი შეამოწმოს. სკოლის შენობის გვერდით არის სამხატვრო სკოლა, სადაც მანდატურმა შეამჩნია, რომ აზერბაიჯანული სექტორის მოსწავლეს ი.ყ.-ს ხელში ეჭირა რაღაც ფარანი, მანათობელის მსგავსი ნივთი, რომელიც გამოსცემდა ხმას. მადატურმა შემოიყვანა ეს მოსწავლე, დამიძახა მეც და გამოიძახა საპატრულო პოლიცია. საპატრულო პოლიციამ დაადასტურა, რომ ეს ნივთი არის ელექტროშოკი. აღნიშნული ნივთი ბაზრობებზე იყიდება. მოსწავლის მშობლებიც მოვიდნენ“, – განაცხადა სკოლის დირექტორმა ქვემო ქართლის ტელევიზიასთან ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები