რატომ ამოწმებენ მოსწავლეების ჩანთებს – განათლების სამინისტრო კონკრეტულ პრობლემას ასაჯაროებს

0

თბილისის რამდენიმე სკოლის ეზოში საახალწლო ასაფეთქებლების მოხმარება დაფიქსირდა, – ამის შესახებ „კვირას“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატა ასათიანმა განუცხადა.

ასათიანი განმარტავს, რომ წლის სხვადასხვა დროს, საჯარო სკოლებში სხვადასხვა გამოწვევები არსებობს.
მისივე თქმით, საჯარო სკოლებში მოსწავლეების ჩანთების შემოწმება მოახლოებულ საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით ხდება, რადგან მოსწავლეებმა ვერ შეძლონ პიროტექნიკის სკოლის შენობებში შეტანა.

“სკოლაში რომ არ მოხდეს საახალწლო პიროტექნიკის შეტანა, ამიტომ ხდება მოსწავლეების ჩანთების შემოწმება. წლის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გამოწვევები არსებობს, საახალწლო პერიოდში, კერძოდ, დეკემბერში ყოველწლიურად შემოწმება სწორედ პიროტექნიკის სკოლის შენობებში შეტანას ემსახურება”, – აცხადებს ნატა ასათიანი.

ცნობისათვის, თბილისის საჯარო სკოლებში მოსწავლეების ჩანთებს მანდატურები ამოწმებენ.

კომენტარები

კომენტარი