ია კარგარეთელის წიგნის – „სხვა უდაბნოს საიდუმლოს” წარდგენა გაიმართება

9 დეკემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ია კარგარეთელის წიგნის – „სხვა უდაბნოს საიდუმლოს” წარდგენა გაიმართება. რომანი გამომცემლობა “პალიტრა L-ის” ლიტერატურული კონკურსის – „გახდი ბესტსელერის ავტორის” გამარჯვებულია.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ჟიურის ერთ-ერთი რჩეული რომანი 9 დეკემბრიდან მკითხველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.  წიგნს ავტორთან, ია კარგარეთელთან ერთად, წარადგენენ მწერალი, ია კარგარეთელის მენტორი გიორგი კეკელიძე და ლიტერატორი, კონკურსის ჟიურის წევრი ზაალ ჩხეიძე.
საინტერესოა რომანის სცენარი, რომელიც ეგვიპტეში ვითარდება. ახალგაზრდა, მომხიბვლელი ქართველი მწერალი ქალი ეგვიპტეში მიემგზავრება, სადაც უცხო და  უჩვეულო სამყარო მას მოულოდნელობებით ხვდება. მთავარი მოულოდნელობა კი ახოვანი, ვერცხლისფერთვალებიანი ბედუინია. თამთას მოგზაურობა წარმოუდგენელი მოვლენების ფონზე მიმდინარეობს, რომელიც ძირფესვიანად ცვლის მის ცხოვრებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები