ნინო ბურჯანაძე: პუტინი ერთადერთი ღირსეული კანდიდატია

0

„რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, კენჭი იყაროს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებში, მიესალმება.
ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ 2018 წლის მარტში დანიშნულ არჩევნებში პუტინი გაიმარჯვებს.
„ბუნებრივია, ძალიან პოზიტიურად ვაფასებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რადგან დარწმუნებული ვარ, ის ერთადერთი ღირსეული კანდიდატია, რომელსაც შეუძლია რუსეთის სათავეში დადგეს. ის ნამდვილად არის ადამიანი, რომელმაც რუსეთი ფეხზე დააყენა, მისგან შექმნა სახელმწიფო, რომელსაც ანგარიშს უწევენ“-განუცხადა რუსულ მედია-საშუალებას ნინო ბურჯანაძემ. ასევე, პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ქართველი პოლიტიკოსის აზრით, პუტინის გადაწყვეტილება „ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის და მოსახლეობის უმრავლესობა მას მხარს უჭერს“.

კომენტარები

კომენტარი