ქართულ-ნორვეგიული სწავლება დასრულდა (ფოტოკოლაჟი)

საშტაბო-სამეთაურო სწავლება „პალდო 2017“ დასრულდა. დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის საველე ბანაკ „პალდოში“ სწავლების შედეგების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

ეროვნული გვარდიის მიერ ორგანიზებული ტაქტიკური სწავლება ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ნორვეგიის შიდა გვარდიის მერვე ოლქის წარმომადგენლები დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდნენ.

ნორვეგიელმა ინსტრუქტორებმა ქართველ სამხედროებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მათ ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობის მომზადების დონე დადებითად შეაფასეს და მომდევნო სწავლების დეტალები განიხილეს. ნორვეგიის შიდა გვარდიის მერვე ოლქის წარმომადგენლის, პოლკოვნიკ ივარ ჰოფის განცხადებით, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლების მომზადების დონე საგრძნობლად გაუმჯობესდა.

ღონისძიება მიზნად ქვედანაყოფის მართვის პორცედურების დახვეწას ისახავდა.

„ტაქტიკური სწავლება ძალების მიზიდვის გარეშე“ ნორვეგიის შიდა გვარდიასთან თანამშრომლობის ახალი პროექტის მეორე ეტაპს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიების, მათ შორის, საერთაშორისო სწავლების ჩატარება იგეგმება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები