აშშ-ის პრეზიდენტი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს

თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვით დონალდ ტრამპმა, ისრაელის დედაქალაქად, იერუსალიმის ცალმხრივად ცნობის გადაწყვეტილება მიიღო.
გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტი პალესტინელ და არაბ ლიდერებს, ისრაელის საკითხთან დაკავშირებით, ტელეფონით ესაუბრა. მათმა უმეტესობამ აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს რეგიონში კონფლიქტის განვითარებას, ასევე, მუსლიმების მიმართ აშკარა პროვოკაციად ჩაითვლება.
რაც შეეხება ამერიკის საელჩოს, ის თელ-ავივში მდებარეობს. საელჩოს იერუსალიმში გადატანა ჯერ არ იგეგმება.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ: „მძიმე შეცდომაა, გადაწყვეტილება სტაბილურობის მაგივრად, ქაოსსა და არასტაბილურობას მოიტანს, მთელი მსოფილიო ამის წინააღმდეგია“ _ განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მეთლუ კავასოღლუმ.
ბრიტანეთის საგარეო მდივანმა კი აღნიშნა, რომ ბრიტანეთს საელჩოს გადატანის არანაირი გეგმა არ აქვს.
გუშინ ღამით, პალესტინელმა ქრისტიანებმა, პროტესტის სახით, დონალდ ტრამპის ფოტოები ცეცხლში დაწვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები