19 წლის ანდრო ქობალავას ოჯახის წევრები თვეზე მეტია უშედეგოდ ეძებენ

ოჯახის წევრები 19 წლის ანდრო ქობალავას უკვე ერთ თვეზე მეტია უშედეგოდ ეძებენ.

ახალგაზრდა სახლიდან 10 ნოემბერს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. მისი კვალი მეტრო “ვარკეთილიდან” იკარგება. როგორც ახლობლები აცხადებენ, იგი აღნიშნული ტერიტორიიდან ტაქსით დაახლოებით 22: 00 საათზე გადაადგილდა.

ქობალავას ძებნაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროც. მასზე ინტენსიური ძებნა მიმდინარეობს.

ოჯახის წევრები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ და რაიმე სახის ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში მითითებულ ნომერზე დარეკვისკენ მოუწოდებენ -557 248384.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები