“სასტუმროში უსაფრთხოების ზომები სტანდარტებს შეესაბამება და დაჯარიმებული არ ყოფილა”

”სასტუმროში უსაფრთხოების ზომები სტანდარტებს შეესაბამება. სასტუმროს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჯარიმა არ ჰქონია”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმრო “ლეოგრანდის” მფლობელმა ეროლ ავგორენმა განუცხადა.
მისი თქმით, სასტუმროში უსაფრთხოების ზომები სტანდარტებს შეესაბამებოდა და, უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით, დაჯარიმებული არ ყოფილა.
ავგორენმა გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა. მისივე განმარტებით, სასტუმროში დასაქმებული პერსონალი არ გათავისუფლდება.
სასტუმროში ექსპერტ-კრიმინალისტები ამ წუთებშიც მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები