სუს-ი ცხინვალის ე.წ ციხიდან გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს(ვიდეო)

“საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილი, რომელიც ცხინვალის ე.წ. ციხეში თითქმის 18 თვის განმავლობაში იმყოფებოდა, გათავისუფლებულია და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს დღეს, 26 ნოემბერს გადაეცა”, -ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, გიორგი გიუნაშვილი ამჟამად საკუთარ ოჯახში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებით დასახლებაში იმყოფება.მას სოფელ ერგნეთში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე, ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ და სახლში მიაცილეს.

გიორგი გიუნაშვილი 2016 წლის 8 ივნისს დააკავეს. მისი გათავისუფლების საკითხი მუდმივად განიხილებოდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ჯგუფის შეხვედრაზე სოფელ ერგნეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები