დაღუპული სპეცრაზმელი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს

22 ნოემბერს, სპეცოპერაციის დროს დაღუპული, 41 წლის სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. სამხედრო ორკესტრმა სამგლოვიარო მარში და საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ვანო გოლაშვილის დაკრძალვას მისი ოჯახის წევრები, ახლობლები, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი სრული შემადგენლობით დაესწრნენ.

მანამდე, ქაშუეთის ეკლესიაში ვანო გოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

ივანე გოლაშვილი 22 ნოემბერს ბერი გაბრიელის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაიჭრა, მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მთავრობა კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 100 000 ლარს გადასცემს, ხოლო ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით პენსია დაენიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები